ეს არის იმ პოლიტიკური კანონზომიერების დასასრული, რომლის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლის პირას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის პოლიტიკური წარსული, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია, აუცილებლად მიიყვანს მას იქამდე, რომ უახლოეს მომავალში ისინი დაკარგავენ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას და სრულად გაქრებიან რადარებიდან“, - აღნიშნა ამილახვარმა.