მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობისა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობისა" და ქართული რადიკალური ოპოზიციის საფირმო ნიშანი ძალადობა, მედიის მიტაცება და თავისუფალი სიტყვის გაქრობის მცდელობაა

7 ნოემბერი არის ერთგვარი სიმბოლო იმის, თუ რა არის „ნაცმოძრაობისა" და ქართული რადიკალური ოპოზიციის საფირმო ნიშანი, ეს არის ძალადობა, მედიისა და თავისუფალი სიტყვის გაქრობის მცდელობა და მიტაცება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ამ ყველაფერს სხვას ვერაფერს დაარქმევ. ეს საფირმო ნიშანი მათ არასდროს მოშორდებათ და ვერასდროს ჩამოირეცხავენ იმ ტალახს, რაც არათუ დემოკრატიის, არამედ ადამიანობის ფარგლებში არანაირად არ ჯდება, შესაბამისად, მათ ეს მათი პოლიტიკური ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებათ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.