ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის სამუშაო ვერსიაში შესულ შესწორებაში, რომლის ავტორები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე არიან, კვლავ სწუხან იმაზე, რომ სააკაშვილი და გვარამია პატიმრობაში რჩებიან

ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის სამუშაო ვერსიაში შესულ შესწორებაში, რომლის ავტორები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე არიან, კვლავ სწუხან იმაზე, რომ სააკაშვილი და გვარამია პატიმრობაში რჩებიან

ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის სამუშაო ვერსიის მეორმოცე და ორმოცდამეერთე შესწორებაში, რომლის ავტორებიც სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად კვლავ ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენე არიან, კვლავ სწუხან იმაზე, რომ ექსპრეზიდნტი სააკაშვილი, რომელიც არაერთ საქმეზეა საქართველოში მსჯავრდებული კვლავ პატიმრობაში რჩება და ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული - ამის შესახებ ნათქვამია „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

„ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდებოდა, კვლავ პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ტელეკომპანია მთავარის დირექტორს ნიკა გვარამიას ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და დოკუმენტების გაყალბების საეჭვო ბრალდებით სამწელიწად-ნახევარი აქვს მისჯილი“ - ნათქვამია შესწორებაში.

„როგორც ჩანს, ევროდერეფნებში ვოიაჟებს თუ ოპოზიციის ᲮᲛᲐᲛᲐᲦᲐᲚ, ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ განცხადებებს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ანგარიშის სამუშაო ვერსიაში ბევრი ფაქტობრივი ᲣᲖᲣᲡᲢᲝᲑᲐ, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია შინ თუ გარეთ თვეების განმავლობაში სპეკულირებდა. თუმცა სწორედ იმის, გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივი უზუსტობები ბევრია, ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ ექნება და ვერ შეაფერხებს საქართველოს სვლას ევროპისკენ“ - ამბობს სიუჟეტის ავტორი.

დოკუმენტს, რომელიც ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა საგარეო კომიტეტი 2 დღეში განიხილავს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი 21 ნოემბერს გავა.