„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი იყო რეჟიმი, რომლისთვისაც საერთოდ დაუშვებელი იყო დამოუკიდებელი მედიის არსებობა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„არავითარი არგუმენტი არსებობს, რასაც შეუძლია გაამართლოს ხელისუფლების არნახული აგრესია საკუთარი მოსახლეობის იმ ნაწილის მიმართ, ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი. სამწუხაროა, რომ არც თუ ისე დიდი პერიოდია ამ მოვლენებიდან გასული და ის ხალხი, ვინც ასე ჩაგრავდა საკუთარ მოსახლეობას კრიტიკულობისთვის დღეს ვინმეს ჭკუას ასწავლის. ეს იყო რეჟიმი, რომლისთვისაც საერთოდ არ იყო დასაშვები დამოუკიდებელი მედიის არსებობა“,- აღნიშნა სარჯველაძემ.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.