გია ცაგარეიშვილი: ვფიქრობ, 7 ნოემბრიდან დაიწყო ის ყველაფერი, რაც შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრით დაგვირგვინდა

გია ცაგარეიშვილი: ვფიქრობ, 7 ნოემბრიდან დაიწყო ის ყველაფერი, რაც შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრით დაგვირგვინდა

ვფიქრობ, 7 ნოემბრიდან დაიწყო ის ყველაფერი, რაც შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრით დაგვირგვინდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მან 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთი მხრივ, შავბნელი დღე და მეორე მხრივ, ხალხის გმირობის დღე. რომელმაც ყველაფერი გააკეთა და არ მისცა მიხეილ სააკაშვილს თავის ავაზაკებიანა ქვეყნის ფეხქვეშ გათელვის უფლება. ვფიქრობ, 7 ნოემბრიდან დაიწყო ის ყველაფერი, რაც შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრით დაგვირგვინდა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.