რომელი პარტია მოვა ხელისუფლებაში, ამის და მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან არ შეიცვლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის და სენატის არჩევნებში, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას.
„პირიქით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავებთ ამ ურთიერთობებს“, - განაცხადა სამხარაძემ.
შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების ჩასატარებლად ემზადებიან. 8 ნოემბერს ამერიკელი მოქალაქეები წარმომადგენელთა პალატის 435 დეპუტატს, 35 სენატორსა და 36 გუბერნატორს აირჩევენ.