აშშ-ის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი: პოლარიზაცია ის საკითხია, რომელიც წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით გვაღელვებს

აშშ-ის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი: პოლარიზაცია ის საკითხია, რომელიც წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით გვაღელვებს

პოლარიზაცია ის საკითხია, რომელიც წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით გვაღელვებს, თუმცა რა თქმა უნდა არჩევნების დასრულების შემდეგ, ყველამ მათ შორის კანდიდატებმა ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა განვაგრძოთ, - ამის შესახებ აშშ-ის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, დონალდ პალმერმა განაცხადა.

„არ ველოდები რომ 2020 წლის პრეცედენტი განმეორდება, როდესაც ერთ-ერთი დამარცხებული კანდიდატი შედეგების აღიარებაზე უარს ამბობდა. პოლიტიკური სპექტრის სრული უმრავლესობა ენდობა საარჩევნო სისტემას. ჩვენ ვხედავთ განსხვავებებს, თუმცა ურთიერთპატივისცემა გვერდზე არ უნდა გადავდოთ“, - აღნიშნა პალმერმა.

შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების ჩასატარებლად ემზადებიან. 8 ნოემბერს ამერიკელი მოქალაქეები წარმომადგენელთა პალატის 435 დეპუტატს, 35 სენატორსა და 36 გუბერნატორს აირჩევენ. შუალედურ არჩევნებს ეუთოს ეგიდით დააკვირდებიან საქართველოს პარლამენტის წევრები.