პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის ერთობა არის მნიშვნელოვანი და ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ეს სისტემა დამარცხდეს.
„ახლა ჩვენ პროცესის დასაწყისში ვართ. ვაპირებთ, ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ და ვაპირებთ, ბევრი ვილაპარაკოთ სხვა პარტიებთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“. ერთობა არის მნიშვნელოვანი და ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ეს სისტემა და ივანიშვილი დავამარცხოთ“, - აცხადებს ჯაფარიძე.