რატი იონათამიშვილი: კენჭისყრაზე ომბუდსმენობის 19-ვე კანდიდატის საკითხი დადგება, მიუხედავად იმისა, ისინი მონაწილეობდნენ თუ არა გასაუბრების პროცესში

რატი იონათამიშვილი: კენჭისყრაზე ომბუდსმენობის 19-ვე კანდიდატის საკითხი დადგება, მიუხედავად იმისა, ისინი მონაწილეობდნენ თუ არა გასაუბრების პროცესში

პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი დაასრულა.

პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან გასაუბრებაში მონაწილეობა 16-მა კანდიდატმა მიიღო. შეფასებები და დასკვნის პროექტი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ორშაბათს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურა გაიმართება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატიო იონათამიშვილის განცხადებით, ორი მთავარი სტანდარტის - მიუკერძოებლობასა და კომპეტენციის შესაფასებლად კანდიდატებისთვის დასმული კითხვებით ვითარება უფრო გამოიკვეთა.

„ახლა ჩვენ გავაანალიზებთ თითოეული კანდიდატის გასაუბრების პროცესს, გვექნება კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამის შემდეგ ეს საკითხები კენჭისყრაზე დადგება. მათ შორის, 19-ვე კანდიდატის, მიუხედავად იმისა, ისინი მონაწილეობდნენ თუ არა გასაუბრების პროცესში“, - განაცხადა იონათამიშვილმა.