შს სამინისტროში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შს სამინისტროში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორ დავით სუჯაშვილსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ჟერარ ფიშერს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ არსებულ სიტუაციას და მოსაზღვრე რეგიონებში შექმნილ ვითარებას.

შსს–ს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის როლს ქვეყანაში და მათ მნიშვნელობას ოკუპაციის ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში.