5 ივლისს ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე შსს–ს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყეს გამოძიება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) 3 პირი დააკავეს: 1982 წელს დაბადებული შალვა ლ, 1992 წელს დაბადებული ბექა თ. და 1983 წელს დაბადებული დავით გ.
საქმეზე გამოძება სხვა დამნაშავე პირების გამოსავლენად სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით მიმდინარეობს.