დღეს ჯგუფმა „ელდრაინი“კონცერტი გამართა. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო. მუსიკალურ პროექტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯგუფი „ელდრაინი“ და „ბრავო რექორდსი“ ახორციელებს. ახალი ალბომი ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს ეძღვნება. დღეს ჯგუფის წევრებმა სწორედ ის სიმღერები შეასრულეს, რომელიც ალბომში შევა.
დღეს გამართულ კონცერტს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, პოლკოვნიკები ვლადიმერ ჩაჩიბაია და არსენ ცუხიშვილი დაესწრნენ.
კონცერტი სპეციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურებისათვის გაიმართა. ღონისძიებაზე დადასწრებად მოწვეული იყო პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის პირადი შემადგენლობა. სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ISAF-ის მისიიდან აპრილში დაბრუნდნენ.