ქათმის ღვიძლი ნიგოზში

ქათმის ღვიძლი ნიგოზში

ინგრედიენტები

1   კგ. ქათმის ღვიძლი

2   ცალი დაფნის ფოთოლი

5   ს/კ თეთრი ღვინის ძმარი

400   მლ/ლ წყალი

3   ს/კ ზეთი

1   ჩ/კ შავი წიწაკის მარცვლები

200   გრამი ნიგოზი

2   კბილი ნიორი

70   გრამი კარაქი

1   თავი წითელი ხახვი

1   ჩ/კ ხმელი ქონდარი

1   ჩ/კ ხმელი ქინძი

1/2  ჩ/კ უცხო სუნელი

ნახევარი ბროწეულის მარცვლები

მარილი გემოვნებით

მომზადება

მოათავსეთ ქათმის ღვიძლი ტაფაზე. ჩაუმატეთ წყალი, ძმარი, ზეთი, დაფნის ფოთლები და წიწაკის მარცვლები. დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე 15-17 წუთის განმავლობაში, სანამ სითხე არ დაშრება.

ამასობაში ერთად დანაყეთ ნიგოზი, ნიორი და მარილი.

თხლად დაჭერით ხახვი(ცოტა კერძის გასაფორმებლად გადაინახეთ) და ჩაუმატეთ ქათმის ღვიძლს კარაქთან და სუნელებთან ერთად. შეურიეთ, დაუწიეთ ცეცხლს და დატოვეთ ტაფა თავსახურის გარეშე 3 წუთის განმავლობაში.

ჩაუმატეთ დანაყილი მასა, შეურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით, ხახვის რგოლებით და გემრიელად მიირთვით!