არჩილ გორდულაძე: ჩვენს ქვეყანაში თავდასხმას ახორციელებენ პირდაპირ მართლმსაჯულების სისტემაზე და მოუწოდებენ საქართველოს იმას, რასაც უნდა ებრძოდეს ყველა დემოკრატიული ქვეყანა

არჩილ გორდულაძე: ჩვენს ქვეყანაში თავდასხმას ახორციელებენ პირდაპირ მართლმსაჯულების სისტემაზე და მოუწოდებენ საქართველოს იმას, რასაც უნდა ებრძოდეს ყველა დემოკრატიული ქვეყანა

ვხედავთ, რომ სასამართლოზე განსაკუთრებული თავდასხმები მიმდინარეობს იმიტომ, რომ ეს არის ქვაკუთხედი დემოკრატიული ქვეყნის და დემოკრატიული მომავლის მშენებლობისა, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადების შემდეგ დასავლელი დიპლომატის პოზიციას.

მისი თქმით, ასეთივე განცხადებები კეთდებოდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, არც ერთ მათგანს ბოდიში არ მოუხდია.

თითქოს მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და აუცილებლად უნდა გათავისუფლებულიყო. შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილებაც ვნახეთ მაგრამ 27-დან არც ერთს არ მოუხდია ბოდიში, რომ მართალი იყო საქართველოს პროკურატურა, მართალი იყო პენიტენციური დაწესებულება, მართალი იყო სასამართლო და მართალი იყო საქართველოს სახელმწიფო. არც ერთხელ არ მოუხდიათ ბოდიში. ზუსტად იგივე შემთხვევა არის. სხვადასხვა სახელის და გვარის მქონდე დიპლომატები, იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებშიც განსაკუთრებით აქტიურად არის ჩართული და ხორციელდება დიფ სთეითის“ გავლენები, ჩვენს ქვეყანაში თავდასხმას ახორციელებენ პირდაპირ მართლმსაჯულების სისტემაზე და მოუწოდებენ საქართველოს იმას, რასაც იდეაში უნდა ებრძოდეს ყველა დემოკრატიული ქვეყანა - ეს არის კანონის გარეშე უკანონო ქმედებების განხორციელება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.