გურამ მაჭარაშვილი: როდესაც საჯაროდ არის დამტკიცებული, რომ პოლიციელზე ფიზიკურად ძალადობს მოქალაქე, ბუნებრივია, ეს დაუსჯელი ვერ დარჩება. საქართველოს საზოგადოება კარგად ხედავს, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი

ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადების შემდეგ დასავლელი დიპლომატის განცხადებებს ეხმიანება. დეპუტატი ყველას ურჩევს, საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს გადახედონ.

როდესაც საჯაროდ არის დამტკიცებული, რომ პოლიციელზე ფიზიკურად ძალადობს მოქალაქე, ბუნებრივია, ეს დაუსჯელი ვერ დარჩება. ამიტომ, სანამ რაღაც განცხადებას გააკეთებენ, თავიანთი ქვეყნების პროცესებს გადახედონ. აღარაფერს ვამბობ გერმანიაში მიმდინარე პროცესებზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა და სასჯელი ზომა 5-დან 7 წლამდე გაზარდა მათთვის, ვინც ხელს აწევს პოლიციელზე. საქართველოს საზოგადოება კარგად ხედავს, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.