არსებობს ასეთი პარადოქსი: რაც უფრო მეტად აკრიტიკებ ხელისუფლებას და რაც უფრო მძიმედ წარმოაჩენ ქვეყნის წინაშე არსებულ ვითარებას, მით უფრო მეტად ხარ შენ პასუხისმგებელი მათ შორის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს ვითარება შეცვალო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულმა ნიკა ობოლაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„დღეს სამწუხაროდ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ჩანს არც ის ენერგია, არც ის სურვილი გააკეთოს ყველაფერი, რომ შეცვალოს სიტუაცია. პირიქით, ვხედავ სურვილებს სტატუს-კვოს შენარჩუნების, პროცესების გადაგორების, დინების მიყოლის. საჭირო იყო პრაიმერისი და ლეგიტიმაციის თავიდან მიღება. პრობლემა არის ის, რომ პარტიაში არ არის განწყობა მოხდეს ფუნდამენტური განახლება. შეუძლებელია „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ 2024 თუ 2028 წელს იმ კონფიგურაციით და ისე, როგორც ახლა ვართ“, - განაცხადა ობოლაძემ.
ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.