ირაკლი კობახიძე: შოლცის განცხადება იყო ყველაზე ემოციური და ხმამაღალი

ირაკლი კობახიძე: შოლცის განცხადება იყო ყველაზე ემოციური და ხმამაღალი

ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე გაკეთებულ განცხადებას ემოციური და ხმამაღალი უწოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ბერლინის კონგრესის ფარგლებში, საჯარო განცხადებებში ძალიან ხმამაღლა და მაღალ დონეზე გაჟღერდა მხარდამჭერი გზავნილები.

„შოლცის განცხადება იყო ყველაზე ემოციური და ხმამაღალი, როდესაც ის საუბრობდა ლისაბონიდან თბილისამდე და ევროპას ამ კუთხით განიხილავდა. იყვნენ სხვა პრემიერებიც, რომლებიც გამოვიდნენ ყრილობაზე. ასევე მიიღეს რეზოლუციაა, სადაც პირდაპირ გამოცხადდა მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დასრულდა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა: ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა

გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმიმხარდაჭერაზეც არის საუბარი.