საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას, გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით , ქართული სახელმწიფოს გამოცდად აფასებს. როგორც ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობა მოვლენების განვითარებას დაელოდება.
"დაველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი მხრიდან მუდმივად იქნება პოზიტიური ნაბიჯები. ვხვდებით, რომ ყველა ამდაგვარი ნაბიჯი არის ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული პოლიტიკის გამოცდა",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ოსური მედიის ინფორმაციით, 18 სექტემბრიდან ძალაში შედის ცხინვალის ე.წ. მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ე.წ. საზღვარზე გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება და ეს ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ავტოტრასნპორტის გადასვლის აკრძალვას გულისხმობს.