კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ კანიანად, შემდეგ კი, სანამ გაცივდება დაჭერით პატარა კუბიკებად. კომბოსტო წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ ქვაბში. დაასხით 1/2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი.
ხარშეთ, დაახლოებით, 2 წუთი. გადმოიღეთ და დააწყვეთ კარტოფილთან ერთად. ხორცი დაჭერით თხელ, გრძელ ნაჭრებად, შეწვით უცხიმოდ ღუმელში, სანამ კარგად არ დაიბრაწება.
ხორცი რომ დარბილდება, გამოიღეთ ღუმელიდან და შეურიეთ კარტოფილსა და კომბოსტოს. სალათას მოასხით სოუსი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
ინგრედიენტები:
100 გრამი შებოლილი ქათმის მკერდის ნაჭერი,
2 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი,
200 გრამი ახალი კომბოსტო,
ოხრახუში 1-2 კონა.
1 კვერცხის გული,
1 სადილის კოვზი ძმარი,
4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი,
1 ჩაის კოვზი მარილი,
2 ჩაის კოვზი გახეხილი პირშუშხა.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ტვიში.