საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ კოხტა კოდუა, დიმიტრი ჭაკუა, ზვიად გაგუა და ზურაბ გოგოლაძე. მათ ბრალად ედებათ სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა.
გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ზვიად გაგუამ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მე-2 რეგიონალური (სამეგრელო - ზემო სვანეთი) სამმართველოს უფროსის, კოხტა კოდუას თანდასწრებით სენაკში თავის სამუშაო ოთახში, ამავე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს ა. ვ-სა და გ. ქ-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კოხტა კოდუამ ზვიად გაგუასთან წინასწარი შეთანხმებით, აღნიშნულ პირებს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მე-2 რეგიონული სამმართველოს ჰაუტვახტში მოათავსა. ისინი ჰაუტვახტში 7 დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ჩადენილი დანაშაულისათვის კოხტა კოდუას წარედგინა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ორი პირის მიმართ), 333-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) გათვალისწინებული ბრალდება, ხოლო ზვიად გაგუას - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზვიად გაგუამ მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობაზე ყოფნისას, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის მიზნით, ბრიგადის ჯეი4-ის უფროს ზურაბ გოგოლაძესთან წინასწარი შეთანხმებით, ასევე საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, პირველი მთავარი სამმართველოს, მე-2 სამმართველოს, მე-2 სამსახურის, მე-2 განყოფილების უფროსის, დიმიტრი ჭაკუას და საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის კოხტა კოდუას დახმარებით, 2012 წლის 8-30 სექტემბრის პერიოდში გაფლანგა მე-2 ქვეითი ბრიგადის კუთვნილი 11719 ლიტრის ოდენობის დიზელის და 16060 ლიტრის ოდენობის ბენზინის საწვავი, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 60063 ლარის მატერიალური ზიანი.
11080 ლიტრი ბენზინის გაფლანგვის ფაქტის დაფარვის მიზნით 2012 წლის 25 ოქტომბერს, ზვიად გაგუამ და ზურაბ გოგოლაძემ, ბრიგადის საწყობის უფროსის, ნოდარ დიასამიძის და ზურგის სამსახურის აღმრიცხველის, თამაზ შეყრილაძის მონაწილეობით შეადგინეს ყალბი დოკუმენტი- საწვავის გადაცემის ცალმხრივი აქტი, სადაც შეიტანეს ყალბი მონაცემი ზემოაღნიშნული საწვავის თითქოსდა საქართველოს შსს–ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოზე გადაცემის შესახებ.
ჩადენილი დანაშაულისათვის ზვიად გაგუას წარედგინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 341-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება, ზურაბ გოგოლაძეს - საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 341-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება, კოხტა კოდუას - საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დახმარება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში) გათვალისწინებული ბრალდება.
დიმიტრი ჭაკუას - საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დახმარება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში) და 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) გათვალისწინებულ ბრალდება.
ბრალდებულებს, ზვიად გაგუასა და ზურაბ გოგოლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ გირაო. ხოლო ბრალდებულ კოხტა კოდუას და დიმიტრი ჭაკუას დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა. 1ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩევნების შემდეგ ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებმა საქართველო დატოვეს. 2 ოქტომბერს კუთვნილი შვებულება აიღო იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და ოჯახთან ერთად ქვეყანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით დატოვა.
ადეიშვილსგან განსხვავებით არ გაუმართლა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს - დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, სოსო თოფურიძეს, გია დგებუაძე და ალეკო მუხაძეს იგივე „ქილერას“, მათ საქართველო 5 ოქტომბერს სარფის საბაჟო პუნქტის გავლით დატოვეს. სწორედ ამ ადამიანების სახელს უკავშირდება ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში ჩადენილი უსასტიკესი დანაშაული, როგორიცაა - მკვლეობა, გაუპატირება, წამება, გატაცება, თვალთვალი, მოსმენა, სხვისი ქონების დასაკუთრება.
საქართველოს დატოვებისას არც ერთი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ ძიება არ მიმდინარეობდა. თუმცა ცნობილი ქართული ანდაზისა არ იყოს „ქურდს, ქუდი ეწვისო“, მათ მიიღეს გადაწყვეტილება და დატოვეს საქართველო. მოგვიანებით საქართველოს მთავრობა პროკურატურამ შსს-ს მაღალჩინოსნებს ბრალი ოფიცილაურად წაუყენა, ყველა მათგანი მხილებული არიან უსასტიკესი დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის მკვლელობასა და გაუპატიურებაში.
საქართველოს შსს-ს ინტერპოლის ბიუროს მიერ ძებნილად გამოცხადდა „კუდ“ - ის ყოფილი მაღალჩინოსნები - დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, მეგისი ქარდავა, გიორგი (მასტერა) დგებუაძე, ალეკო (ქილერა) მუხაძე, დავით ჭაკუა და ოლეგ მელნიკოვი. აღსანიშნავია, რომ ძებნის გამოცხადებიდან ცოტა ხანში უკრაინაში დაკავებული იქნა კუდ-ის მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელიც მოაწილებოდა ოქროყანის სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანის სასტიკ წამებასა და მკვლელობაში.
გარდა ამისა, ოლეგ მელნიკოვს, დათა ახალაიას, იოსებ თოფურიძეს და გერონტი ალანიას ბრალად ედებათ შსს-ს მთაწმინდა კრწანისისი სამმართველოს მუშაკთა სასტიკი წამება. მეტიც, გამოძიებამ აღნიშნული მაღალჩინოსნები ოფიციალურად სცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში. გამოძიებით დადგინდა, რომ სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა ე.წ. შარდენის სუფრიდან შსს-ს იმდოინდელი გენერალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაბადების დღეს კუდ-ის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა.
მიუხედავად იმისა, რომ კუდ-ის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ბრალდება ყველა ნაწილში არგუმენტირებულია, ამ დრომდე ისინი დაკავებული არ არიან. მათი ადგილსამყოფელის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება. გავრცელებილი ინფრომაციით ამ დრომდე თურქეთში იმყოფება დათა ახალაია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთში იმყოფება გია ალანია, გია დგებუაძე და დავით ჭაკუა.
გავრცელებული ინფორმაციით, დათა ახალაია წარმატებით თანამშრომლობს გამოძიებასთან. სახელდება ის კონკრეტული მაღალჩინოსნები რომელთანაც ახალაიამ კავშირი დაამყარა, - შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე და გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. For.ge-ს ინფორმაცით მოქმედი მაღალჩინოსნები დათა ახალაიას სამეგრელოში მოღვაწე და ახალაიებთან დაახლოებულმა სასულიერო პირმა მეუფე პეტრე ცაავამ გაიყვანა. ამ ეჭვის ისიც აძლიერებს, რომ ერთ-ერთ თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ახალაია სისტემის მსხვერპლიაო.
მეუფე პეტრე რომ ახალაიების ოჯახის ახლობელია, ამ ინფორმაციას „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაიაც ადასტურებს. მისივე განცხადებით, არჩევნების შემდეგ ძმები ახალაიები სალხინოში მეუფე პეტრეს ტაძარში იმალებოდნენ. მიქაია ამბობს, რომ მეუფე პეტრემ გადალახა საზღვარი, ის იმყოფებოდა თურქეთში დათა ახალაიასთნ.
„მეუფე პეტრე იყო ორგანიზატორი ბაჩოს მხადამჭერი აქციის გამართვის, რომელიც როლანდ ახალაიამ განმუხურში გამართა. მეუფე პეტრემ გადალახა საზღვარი, იმყოფებოდა თურქეთში დათა ახალაიასთან და თურქეთიდან კოორდინირებულად მოქმედებდნენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა მიქაია.
მისივე თქმით, მამა-შვილი ახალაიები, ვანო მერაბიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად არიან შემომქმედი ამ ძალადობრივი სისტემისა. „მსხვერპლი არის ხალხი, რომელიც მათ აწამეს და გააუპატიურეს,“ - ამბობს კახა მიქაია და აქვე ის გამორიცხავს, რომ სკანდალური კადრები რომელიც შსს-ს სამეგრელოს სამალავებში აღმოაჩინა ძალოვანებს ახალაიამ გადასცა, ის ასევე კატეგორიულად გამორიცხავს ახალაიას კავშირს ხვედელიძესთან, ნაცვლიშვილთან და ხუხუაშვილთან.
დათა ახალაიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ყველა უკანონო ქმედებაში ვანო მერაბიშვილი ამხილა, მეტიც ის ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები, რომელიც მერაბიშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს ადასტურებს. გაჩნდა კითხვა, რა ნაბიჯს გადადგამს გამოძიება თუ კი ახალაიამ რანგით მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ჩვენება მისცა?
გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში არსებობს ახალაიასთვის ბრალის შემსუბუქების შესაძლებლობა.
რაც შეეხება სოსო თოფურიძეს, დეკემბრის ბოლოს იგი სტამბულში, მსოფლიო საპატრიარქოს ტაძარში შენიშნეს, სადაც თოფურიძე თანმხლებ პირებთან ერთად ზიარებისთვის მივიდა. ბოლო ინფორმაციით ის საბერძნეთში ქ. ათენში იმყოფება. რაც შეეხება კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ზურაბ ადეიშვილს გავრცელებული ინფორმაციით იგი ბუდაპეშტში იმყოფება. ასე რომ, ყოფილი ძალოვანების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არც ისე დამალულია. აქ ყველაზე საინტერესო ის დეტალი გახლავთ, რას აკეთებს ინტერპოლის ეროვნული ბიურო?
ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილის თქმით, ფაქტი იმისა, რომ ამ დრომდე ყოფილი მაღალჩინოსნები დაკავებულები არ არაინ, ეს სამართალდამცავი ორგანოების უსურობის ბრალია.
„აზრი არ აქვს თუ ასე გაგრძელდა, იმიტომ, რომ ფორმალობა გამოდის ინტერპოლით გამოცხადება. თუმცა ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა ინფორმაცია რომელიმე მათგანის ადგილსამყოფელის აღმოჩენის შესახებ. მე მაინც მგონია, რომ ასე ადვილი არაა ამ ადამინების მოძებნა. როგორც წესი, ისინი სხვა პასპორტებითა და სხვისი გვარით იქნებიან რეგისტრირებული და მე მგონია, რომ ამიტომ ჭიანურდება მათი ძებნა“, - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.
ადვოკატი დასაშვებად მიიჩნევს იმ ვერსიას, რომ ხოლოდ ფორმალობაა ის ფაქტი, რომ აღნიშნული მაღალჩინოსნები ინტერპოლის საშუალებით იძებნებიან.
„არ გამოვრიცხავ უსუსურობას, ნაკლებ ინტერესს. შეიძლება ის ადამინები არაინ ისევ სტრუქტურაში, რომლებიც ამ ხალხის მეგობრები იყვნენ, ან თვითონ ჰქონდათ დანაშაული ჩადენილი და არაა მათ ინტერესში, რომ უფრო ღრმად წავიდეს გამოძიება იმისათვის, რომ მელნიკოვი და სხვა ძებნილები ქართულ საპატიმროში იყვნენ. მითუმეტეს დაპატიმრებული ადამიანის ექსტრადირებაზე მელნიკოვზე არ მგონია, რომ გაუჭირდეთ მტკიცებულების შეგროვება და მისი გაგზავნა. აქიდან გამომდინარე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი,“ - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილი.