მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც პარლამენტში მიდის და იგი გულისხმობს ყველაფრის გაკეთებას, რათა ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ და თუ არ გინდა ამაში მონაწილეობის მიღება, ე.ი. არც კანდიდატის სტატუსის მიღება იქნება მიღწეული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში ჟურნალისტებს სახალხო დამცველის არჩევის წესზე საუბრისას განუცხადა.
„ერთი შემიძლია ვთქვა - როდესაც ხალხისგან გაქვს მიღებული მანდატი, რომ იმუშაო პარლამენტში და ამას არ აკეთებ, თუმცა გასამრჯელოს იღებ, ყველა პრივილეგიით სარგებლობ, ეს არის სირცხვილი! მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც პარლამენტში მიდის და იგი გულისხმობს ყველაფრის გაკეთებას, რათა ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ და თუ არ გინდა ამაში მონაწილეობის მიღება, ე.ი. არც კანდიდატის სტატუსი იქნება მიღწეული.
დეკლარირებულად ყველას უნდა ევროპა, თუმცა რასაც ვუყურებ, საქმით არ ამტკიცებენ. არ ვიცი! სიტყვა და საქმე, როგორც წესი, ქართულ პოლიტიკაში ხშირად არ ემთხვევა-ხოლმე“, - განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო.