სამუშაო სადილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან (ვიდეო)

სამუშაო სადილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან (ვიდეო)

საქართველოს მთავრობის მოწვევით, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭო იმყოფება. დელეგაციას ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ხელმძღვანელობს. 

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა. სამუშაო სადილი არაფორმალურ გარემოში საქართველოს მწერალთა კავშირის შენობაში გაიმართა. თავდაცვის მინისტრთან ერთად, სტუმრებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიც შეხვდა.

არაფორმალურ გარემოში სტუმრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. ირაკლი ალასანიას განცხაებით: „მათ დაუბრუნდათ ძალიან მაღალი რწმენა საქართველოში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორის მიმართ და ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა ავღანეთში და სხვა ოპერაციებში, რომლებშიც საქართველო იღებს მონაწილეობას, იქნება განმსაზღვრელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების და ასევე, იქნება ანგარიშგაწეული მომავალში საქართველო - ნატოს ურთიერთობებში წინსვლისთვის. ჩვენ ასევე, გამოვთქვით სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ როგორც ნატოს წევრები და არა მხოლოდ როგორც კანდიდატები, ისე ვიქნებით საერთო ოპერაციების მონაწილეები.“

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო ცერემონიალით დასრულდება.