მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს

მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს

მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს. ამ განცხადებით მაია სანდუმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უპასუხა.

სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსი სამხედროებისადმი საფრთხის შემცველად ჩაითვლება, კრემლის მიერ რუსეთზე თავდასხმად იქნება აღქმული. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ კიშინიოვი დასავლეთის ინსტრუქციებს ასრულებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების გამო მოლდოვაში რუსეთის დროებითი რწმუნებული ახსნა-განმარტებებისთვის საგარეო უწყებაში დაიბარეს.