The Washington Post: უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც ოთხშაბათს ლონდონში შეიკრიბებიან, აშშ-ის შეთავაზების წინაშე დადგებიან, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის აღიარებას ითვალისწინებს

The Washington Post: უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც ოთხშაბათს ლონდონში შეიკრიბებიან, აშშ-ის შეთავაზების წინაშე დადგებიან, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის აღიარებას ითვალისწინებს

უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც ოთხშაბათს ლონდონში შეიკრიბებიან, აშშ-ის შეთავაზების წინაშე დადგებიან, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის აღიარებას და სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ფრონტის ხაზის გაყინვას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ ომით განადგურებული ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და აღდგენის პროგრამებს მოიპოვებენ.

აშშ-ის შეთავაზებები, რომელიც უკრაინას გასულ კვირას პარიზში წარუდგინეს, მოიცავს ვაშინგტონის მიერ ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად ოფიციალურად აღიარებას და მომავალი შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას.

ამის სანაცვლოდ, მოსკოვი უკრაინაში საომარ მოქმედებებს შეწყვეტს მაშინ, როდესაც რუსეთის არმია ბრძოლის ველზე იმპულსს ინარჩუნებს და მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ცოცხალი ძალისა და შეიარაღების კუთხით.

„ევროპელი და თვით უკრაინელი ოფიციალური პირები პირად საუბრებში აღიარებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევი უახლოეს მომავალში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კონტროლს აღადგენს. მაქსიმუმ, ისინი იმედოვნებენ, რომ შეანელებენ ნებისმიერი შეთანხმებისკენ სწრაფვას, რომელიც მოსკოვს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს დაპყრობილი მიწები და გამოვიდეს სანქციების რეჟიმიდან, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოპოვების გარეშე“, - წერს The Washington Post-ი.

Aburjga Tasmanieli კარგი რა?! რუსეთი არ დათანხმდება არაფერს! რა ყირიმი, რის უკანონო ანექსია? კანონიერი ანექსია რომელია, აშშ-მ რომ მიიტაცა მთელი უკრაინის შემოსავლები და შავტუხა მიწები?! მალე ვნახავთ რატხსტაგზე წითელ დროშას, რომელსაც ქანთარიას და ეგოროვის შთამომავლები ააფრიალებენ!
34 წუთის უკან