აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის „ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ“ (MAGA) დღის წესრიგის მომხრეები დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან.
„[მოძრაობა] MAGA-ს ძალებს მტკიცედ გადაწყვეტილი აქვთ, ეს ქვეყანა უკან წაიყვანონ. ყველა „რესპუბლიკელი“, „რესპუბლიკელების“ უმრავლესობაც კი არ არის MAGA-ს რესპუბლიკელი. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ „რესპუბლიკურ პარტიაში“ დღეს დომინირებენ დონალდ ტრამპი და MAGA-ს რესპუბლიკელები და ეს საფრთხეს წარმოადგენს [ჩვენი] ქვეყნისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ საკუთარ თავს ვეუბნებოდით, რომ ამერიკული დემოკრატია გარანტირებულია, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ უნდა დავიცვათ იგი“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.