„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საავადმყოფოს მე-6 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საავადმყოფოს მე-6 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

67 წლის რავილ მაგანოვი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მეექვსე სართულზე მდებარე განყოფილებაში მკურნალობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რავილ მაგანოვმა შესაძლოა თავი მოიკლა, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს. ოფიციალური კომენტარი „ლუკოილში“ ამ დრომდე არ გაკეთებულა.