მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა

მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა

91 წლის ასაკში სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„მიხეილ გორბაჩოვი დღეს საღამოს მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, - განაცხადეს ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.