„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ, ქუჩებში არეულობა იქნება.
„რესპუბლიკელების“ უმეტესობას მიგვაჩნია, რომ როდესაც საქმე ტრამპს ეხება, არ არსებობს კანონი. სურთ მას მიწვდნენ. ორმაგი სტანდარტები არსებობს, როდესაც საქმე ტრამპს ეხება. რაც შეეხება ჰანტერ ბაიდენს, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ჩაერია, რათა მასთან დაკავშირებული სკანდალი 2020 წლის [საპრეზიდენტო] არჩევნებამდე არ გავრცელებულიყო. [...] თუკი დონალდ ტრამპის სისხლისსამართლებრივ დევნას ექნება ადგილი საიდუმლო მასალების არასათანადოდ გამოყენებისთვის მას შემდეგ, რაც [ჰილარი] კლინტონის შემთხვევაში ფიასკო გვქონდა, ქუჩებში არეულობა მოხდება“, - აღნიშნა სენატორმა.
ლინდსი გრემმა ასევე გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, თუ როგორ ხდება კანონის აღსრულება პოლიტიკაში, განსაკუთრებით კონსერვატიულ „რესპუბლიკელებთან“ მიმართებაში.
„თუ ისინი პასუხისგებაში მისცემენ პრეზიდენტ ტრამპს საიდუმლო ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენებისთვის მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონმა საკუთარ სარდაფში სერვერი დააყენა, ქუჩებში არეულობა იქნება“, - განაცხადა მან.