უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ერთი ამერიკელი მოხალისე დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.
„ვადასტურებთ აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალებას უკრაინაში. მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე საუბარი არ შეგვიძლია“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი ამერიკელი მოხალისე 22 წლის ჯოშუა ალან ჯონი მოკლეს.
23 აგვისტოს უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით, თუკი ის უსაფრთხოა.