აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ Reuters-ი ბრიტანეთის პრემიერის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
„ერთობლივ სატელეფონო საუბარში პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინისადმი მათი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. მათ ხაზი გაუსვეს ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას და ბოლო პერიოდში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებს მიესალმნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.