2011 წლის ოქტომბერში გადაწყვიტა პოლიტიკური ჩრდილიდან გამოსვლა, როდესაც გამოაქვეყნა სენსაციური სტატია საკუთარ ღრმა იმედგაცრუებაზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ და გამოიწვია ის არაკომპირებულ არჩევნებში. ერთი წლის შემდეგ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილმა წარმოუდგენელი შეძლო : ოპოზიციური პარტიის ,,ქართული ოცნების’’ კოალიციამ შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის პარტია, რომლის რვაწლიანი მმართველობა ბევრ კითხვას აღძრავდა, მათ შორის – უპერსპექტივო ომი რუსეთთან. სააკაშვილი, რომელმაც მოითხოვა ძალაუფლების შენარჩუნება და ამ მიზნით შეცვალა კონსტიტუცია, დამარცხდა.
“სინამდვილეში ის პატივს არ სცემდა საქართველოს კანონებს. ის ნიჭიერია, მან მოატყუა მთელი მსოფლიო. პირველები, ვინც მოატყუა, იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ის მოვიდა, როგორც დემოკრატი. მას ყველა მხარს უჭერდა და მერე კი მიხვდნენ, რომ ის აშენებდა ავტორიტარულ რეჟიმს. ხელისუფლების ძალადობა მთელ ქვეყანას მოედო. მან დაშალა ოპოზიცია, ელიტური კორუფცია ყვაოდა. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, აღმოვაჩინეთ, რომ ყველა კერძო ბიზნესი სრულიად ემორჩილებოდა მთავრობას, არ არსებობდა თავისუფალი ბიზნესები. საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა ხაზინის გამგებელი და ისინი ითვლიდნენ ფულს, რომელსაც იღებდნენ მოქალაქეებისა და ბიზნესმენებისგან.
ის აკონტროლებდა მასმედიას. შინაარსის მხოლოდ მცირედი ნაწილი იყო თავისუფალი და ამას აჩვენებდა ის დასავლეთის წინაშე.”
სააკაშვილი ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, ვიდრე მისი წინამორბედი შევარდნაძე. მისი მმართველობის პერიოდში ხელისუფლება იყო ბევრად უფრო აგრესიული მოქალაქეებთან მიმართებაში. არსებული სისტემის გამო, რომელშიც არ ხდებოდა ობიექტური გამოძიება, ბევრი დაიღუპა ან დაშავდა ფიზიკურად.
დასავლეთში და განსაკუთრებით ამერიკის მმართველ წრეებში არ სურდათ დაენახათ რის ფასად უჯებოდა საქართველოს მოსახლეობას ეს ყველაფერი : კორუფცია ყვაოდა ხელისუფლების სათავეებში, ოპოზიცია ითრგუნებოდა, ილახებოდა სიტყვის და საკუთრების უფლება, სასამართლო სიტემაში ირღვეოდა კანონები.
ამაზე მეტყველებს ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების შტოები, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მოქმედებდნენ უსამართლოდ.
“არ შეიძლება ამის თქმა, რომ სააკაშვილი არაფერ შუაშია. ის პირველი პირია ქვეყანაში და მან აირჩია თავისი გარემოცვა და კოლეგები. მეორე, ჩვენ საერთოდ არ გაგვაჩნდა პოლიტიკური კულტურა, რადგან არ ვიყავით დამოუკიდებლები. მე გეთანხმებით, რომ ადვილი არაა დემოკრატიაზე გადასვლა. საჭიროა ისწავლო, როგორ მართო ქვეყანა. საქართველო ამ მომენტისთვის არ ფლობს საჭირო უნარებს. მთავრობამ უნდა ისწავლოს ძალაუფლების დათმობა და შექმნას კანონები, რომელიც მოახდენს ძალაუფლების დელეგირებას მოქალაქეებზე,
მუნიციპალიტეტებზე და საკრებულოებზე. ქართველი ერი მრავალი საუკუნის კულტურას ითვლის. ჩვენ ვისწავლით, როგორ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა. ამისთვის საჭიროა მხოლოდ დრო.”
სააკაშვილსაც ხომ არ დაიჭერენ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედმეგ?
,,სააკაშვილი იყო პასუხისმგებელი პირი, ის თავად იღებდა გადაწყვეტილებებს. არ მინდა, რომ ის დააპატიმრონ, თუმცა გამორიცხული არაფერია. არსებობს პროკურატურა, სასამართლო და კანონი ყველასათვის ერთია. მე არ ვაპირებ მასთან მოლაპარაკებების წარმოებას.’’
ბიზნესმენების გადაგდება
როგორც ცნობილია, ოქტომბერში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები და სააკაშვილი უქმნის სირთულეებს პრემიერ მინისტრს: ის აბრკოლებს ელჩების დანიშვნის პროცედურას და სატელევიზიო გამოსვლებში აკრიტიკებს პრემიერ მინისტრს. დიდი საშიშროებაა იმისა, რომ სააკაშვილი არ დათმობს პრეზიდენტის სავარძელს და დაპირისპირება გამძაფრდება არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად.
ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაზე რთული პერიოდი უკან დარჩა.
,,სააკაშვილის მომხრეებს სურდათ შეენარჩუნებინათ საპროტესტო მუხტი, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ხალხი მიხვდა, რომ ეს მთავრობა კარგია. სააკაშვილის ხალხი ვერ შეძლებს მობილიზებას არჩევნებამდე მიუხედავად სურვილისა და გამოცდილებისა. ყველა ხვდება, რომ აღარ იქნება დაპირისპირება ქუჩებში“ – ამბობს ივანიშვილი.