უკრაინა აგრძელებს დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან ტყვეთა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის საკითხებზე, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.
„სამმართველოების დონეზე, ჩვენ გვაქვს გარკვეული დიალოგი დაკავებულების გათავისუფლების, ცხედრების გაცვლისა და სხვა საკითხებზე. ანუ დიალოგი ჰუმანიტარულ კომპონენტზე არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს რუსეთის ფედერაციაა და მასთან ნებისმიერი დიალოგი ძალიან რთულია, მაგრამ მსგავს საკითხებზე დიალოგი შენარჩუნებულია“, - ამბობს პოდოლიაკი.