კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე, უკრაინის დასახმარებლად, 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე, უკრაინის დასახმარებლად, 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

დანიის თავდაცვის მინისტრის, მორტენ ბედსკოვის განცხადებით, კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე, უკრაინის დასახმარებლად, 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. კონფერენციაში 26 ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის: საფრანგეთი, გერმანია, შეერთებული შტატები და საქართველო.

თავად დანიამ უკრაინის დასახმარებლად 110 მილიონი გამოყო. ისლანდია უკრაინელ გამნაღმველებს გაწვრთნის, ხოლო ნორვეგია უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამაში დიდ ბრიტანეთთან ერთად ჩაერთვება.

26 ქვეყანა დანიაში შეიკრიბა და მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა.

„ყველა ერთად ვდგავართ უკრაინის გვერდით, მკაცრად ვგმობთ რუსეთის საზარელ თავდასხმას და განვაგრძობთ უკრაინის დახმარებას სამხედრო კუთხით. ყველა მონაწილე ქვეყანამ დადო უკრაინის დახმარების პირობა, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნასა და განაღმვის სამუშაოებზე დაიხარჯება“, - აცხადებს დანიის თავდაცვის მინისტრი.