„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა და დონალდ ტრამპის კრიტიკოსმა, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში დონალდ ტრამპმა მოიგო ბრძოლა „რესპუბლიკური პარტიის“ სულისთვის.
კითხვაზე -მოიგო თუ არა ყოფილმა პრეზიდენტმა „ტრამპი-კინზინგერის ომი“- კონგრესმენმა უპასუხა, რომ რეალობის შელამაზების საფუძველი არ არსებობს.
„დიახ, მან გაიმარჯვა. სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში. აზრი არ აქვს თავის მოკატუნებას, რომ თითქოს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვე და პარტია გადავარჩინე“, - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ადამ კინზინგერი კონგრესმენის მანდატს დატოვებს.