ლატვიამ რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“, უკრაინაში მისი ქმედებები კი „ტერორიზმად“ აღიარა

ლატვიამ რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“, უკრაინაში მისი ქმედებები კი „ტერორიზმად“ აღიარა

ლატვიის პარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“, უკრაინაში მისი ქმედებები კი „ტერორიზმად“ აღიარა.

პარლამენტში აცხადებენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი მხარს უჭერს, პირდაპირ და ირიბ დახმარებას უწევს „ტერორისტულ რეჟიმებს“, მაგალითად, ბაშარ ასადის მთავრობას სირიაში.

„უკრაინაში რუსეთმა ქცევის მსგავსი სტილი აირჩია - სასტიკი, ამორალური და უკანონო. ომის საშუალებით პოლიტიკური მიზნების მიღწევით, რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხისა და სამხედროების დემორალიზებას და უკრაინული სახელმწიფოს ქმედითუნარიანობის პარალიზებას“, - აღნიშნულია ლატვიის პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.

ლატვიის პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური და დიპლომატიური მხარდაჭერა და იმოქმედონ რუსეთის საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებიდან იზოლირების მიმართულებით.