ინგრედიენტები
200 გრამი ყავისფერი შაქარი
100 გრამი კარაქი
100 გრამი შვრია
15 გრამი ფქვილი
5 გრამი ვანილი
1 ცალი კვერცხი
მწიკვი მარილი
მომზადება
კარაქი და ყავისფერი შაქარი დადგით გაზზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
ცალკე ჯამში ჩაყარეთ შვრია,ფქვილი,ვანილი და მწიკვი მარილი.კარგად აურიეთ დაუმატეთ შაქრისა და კარაქის მასა ერთმანეთში კარგად რომ აურევთ დაუმატეთ ათქვეფილი კვერცი.
საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და შვრიის მასა კოვზით მოათავსეთ ისე რომ ერთმანეთს არ გადაეკროს.
წინასწარ გახურებულ ღუმელში აცხვეთ 180 გრადუსზე სანამ ოქროსფერი არ გახდება.