ინგრედიენტები
300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო
300 გრამი იმერული ყველი
3 ს/კ ფქვილი
1 ცალი კვერცხი
მარილი
პილპილი
მომზადება
ყვავილოვანი კომბოსტო დააქუცმაცეთ ისე, რომ ფქვილის კონსისტენცია მიიღოს. ჯამში მოათავსეთ დაფქული ყვავილოვანი კომბოსტო, გახეხილი ყველი, კვერცხი და ფქვილი. მარილი მოაყარეთ იმის მიხედვით, თუ როგორი მარილიანობის ყველი გაქვთ. მოაყარეთ პილპილი.
ლანგარზე მოათავსეთ საცხობი ქაღალდი და გადაიტანეთ მასა. მიეცით სასურველი ფორმა. გამოაცხვეთ 200° გრადუსზე 15-20 წთ. (გაოქროსფერებამდე)