წითელი ხავერდი

წითელი ხავერდი

ინგრედიენტები

240   გრამი კარაქი (ოთახის ტემპერატურის)

300   გრამი შაქარი

3   ცალი კვერცხი

65   გრამი ზეთი

10   გრამი კაკაო

2   ს/კ საკვები საღებავი

15   გრამი ვანილი

20   გრამი ძმარი

350   გრამი ფქვილი

1   ჩ/კ სოდა

1/2  ჩ/კ მარილი

250   გრამი კეფირი

400   გრამი კრემ ყველი

250   გრამი საკონდიტრო შაქარი

მომზადებ

გაახურეთ ღუმელი 175° გრადუსზე.

ჯამში ჩაყარეთ 300 გრამი შაქარი და 120 გრამი კარაქი. კარგად დაამიქსერეთ. დაუმატეთ კვერცხი. პატარა ჯამში ჩაყარეთ კაკაო, 10 გრამი ვანილი, ზეთი და საკვები საღებავი. კარგად აურიეთ. აურიეთ ერთმანეთში კაკაოსა და კვერცხის მასა. დაუმატეთ მარილი, ძმარი, სოდა და ფქვილი. ბოლოს ჩაასხით კეფირი და კარგად აურიეთ.

გამოაცხვეთ 175° გრადუსზე 30-35 წთ.

ჯამში მოათავსეთ კრემ ყველი, 120 გრამი კარაქი, 5 გრამი ვანილი და შაქრის ფხვნილი. კარგად დაამიქსერეთ.

ბისვიტი გაჭერით შუაზე. ზედა ნაწილი თხლად მოაჭერით და დააქუცმაცეთ. წაუსვით კრემი და მოაყარეთ დაქუცმაცებული ბისკვიტი.