შინაგან საქმეთა მინისტრი მედია საშუალებების ხელმძღვანელებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი მედია საშუალებების ხელმძღვანელებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდა

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედია საშუალებების ხელმძღვანელებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოში სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გააცნო.

ჩვენების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა. შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართა.