ინგრედიენტები
3 ცალი კვერცხი
250 გრამი ფქვილი
150 გრამი კარაქი
150 გრამი შაქარი
6 გრამი გამაფხვიერებელი
5 გრამი ვანილი
1 ცალი ლიმონი
მომზადება
გაახურეთ ღუმელი 180° გრადუსზე.
ჯამში მოათავსეთ კარაქი და შაქარი. დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ სანამ შაქარი კარგად არ გაიხსნება. დაუმატეთ ლიმონის ცედრა, წვენი, გამაფხვიერებელი და ვანილი.
დაუმატეთ ფქვილი. მიქსერის საშუალებით კარგად აურიეთ.
მოათავსეთ მასა გამოსაცხობ ფორმაში.
გამოაცხვეთ 20 წთ. 180° გრადუსზე, შემდეგ კი 150° გრადუსზე მომდევნო 40 წთ.