დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარ კნუტ ვოლებეკს შეხვდა.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს, კერძოდ, ბოლო დროს განვითარეული მოვლენები, რაც უკავშირდება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.
ხვალ უმაღლესი კომისარი საოკუპაციო ხაზის სანახავად, ადგილზე, კონფლიქტის ზონაში გაემგზავრება.