ქიშ ლორანი

ქიშ ლორანი

ინგრედიენტები

200   გრამი ფქვილი

130   გრამი კარაქი

30   გრამი მდოგვი დიჟონი

3   ცალი კვერცხი 1 კვერცხი ცომისთვის,1 მთელი და გული შიგთავსის მოსამზადებლად

50   გრამი ყველი გაუდა

60   გრამი სოკო

50   გრამი მთლიანი ბეკონი

125   მლ/ლ ნაღები

25   გრამი ყველი პარმეზანი

მწიკვი პილპილი

მწიკვი მარილი

მომზადებ

პირველ რიგში ვამზადებთ ცომს რისთვისაც უნდა გამოიყენოთ მაგარი და ცივი კარაქი.კარაქი უნდა გახეხოთ და შეურიოთ ფქვილში.ეცადეთ სწრაფად იმუშავოთ,რადგან სასურველია კარაქი ძალიან არ გათბეს და არ დარბილდეს.ფქვილი და კარაქი უნდა გახდეს ფხვიერი მასა ამიტომ თითებით მსუბუქად უნდა შევურიოთ კარაქი ფქვილს,ამ მასაში ვამატებთ კვერცხს დიჟონის მდოგვს,მარილს.კარგად გადაზილავთ გადაიტანთ მაგიდაზე და გააბრტყელებთ,იმ შემთხვევაში თუ ცომი ძალიან დარბილდა შეგიძლიათ გაახვიოთ სამზარეულოს პლასტიკში და 10-15 წუთით მოათავსოთ მაცივარში

ცომი გააბრტყელეთ 15სმ სიგანეზე.შემდეგ აიღეთ და მოათავსეთ ტარტის ფორმაში ან ნებისმიერ საცხობ ფორმაში,რომელსაც მარტივად ეხსნება ძირი ვაცხობთ 12 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე.

პარალელურად შეგიძლიათ დაიწყოთ შიგთავსის და სოუსის მომზადება. შიგთავსისთვის თხელ კუბებად დაჭერით ბეკონი და სოკო ერთად მოთუშეთ ტაფაზე,დაამატეთ სულ ცოტა მარილი და პილპილი .

როდესაც ქიშის ძირი გამოცხვება უნდა გააგრილოთ კარგად და ბისკვიტის ძირზე უნდა დააფინოთ თხელი ნაჭრები ყველის(ეს იმისთვის რომ როდესაც სოუსს დაასხამთ ყველმა შეაკავოს მასა და ძირი არ დაასველოს).შემდეგ გადმოიტანეთ სოკო და ბეკონი,გაათანაბრეთ ფორმაში.

ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და ნაღები ცოტაოდენი პილპილი და მარილი დაამატეთ ნახევარი ჩ/კ მდოგვი კარგად ათქვიფეთ და დაასხით ქიშს შემდეგ თავზე მოაყარეთ გახეხილი ყველი პარმეზანი და ისევ შედგით ღუმელში დაახლოებით 30-35 წუთი უკვე 175 გრადუსზე.