კუბდარი - ლორით, რახი - ”ვოდკით”, გოროზია - ჯაფარიძით. რა ცვლილებების მოლოდინშია სამეგრელო-ზემო სვანეთი?

კუბდარი - ლორით, რახი - ”ვოდკით”, გოროზია - ჯაფარიძით. რა ცვლილებების მოლოდინშია სამეგრელო-ზემო სვანეთი?

საშობაო დღეებში მესტიაში გამართული გრანდიოზული პიარ-აქცია, რომელმაც სვანეთში არსებული საკურორტო პოტენციალის შესახებ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აუწყა, ტაშ-ფანდურით დასრულდა. ყველამ ვიხილეთ, თუ როგორ დააგემოვნეს სვანებმა უკრაინული ლორი და “ვოდკა”, როგორ გასინჯეს სტუმრებმა სვანური კუბდარი და რახი, ხოლო სცენაზე ასულებმა როგორ დააყოლეს ზედ ქართული “დარი-დური”, მაგრამ ის, რაც კულისებში ხდებოდა, როგორც ყოველთვის, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობი დარჩა.

 

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში ვიზიტი 9 იანვრის 15.00 საათამდე გაიხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია “პრესაგე.ტვ”-ის ბევრისათვის ჯერ კიდევ უცნობმა მესტიის გამგებელმა თეზი ჯაფარიძემ მიაწოდა. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ამ დრომდე განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ჯაფარიძის დანიშვნას სახელისუფლებო წრეებში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მაგრამ არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მესტიის ახლადდანიშნულმა გამგებელმა მოკლე ხანში, შესაძლოა, გუბერნატორის სავარძელიც მოირგოს, მითუმეტეს, როგორც “პრესაგე.ტვ”-სთვის გახდა ცნობილი, თეზი ჯაფარიძემ ამ პოსტისთვის ბრძოლა პირდაპირი მნიშვნელობით უკვე დაიწყო და შობის დღეს ზაზა გოროზიას სახეში მუშტიც უთავაზა. ამ თემების გასარკვევად “პრესაგე.ტვ” თეზი ჯაფარიძეს ტელეფონით დაუკავშირდა.

 

ბატონო თეზი, როგორც ვიცი მესტიის გამგეობაში არ გამოჩენილხართ, არც ტელეეკრანებზე ჩანდით... მაინტერესებს, გამგებლად დაინიშნეთ თუ არა?

- კი, დამნიშნეს, უფრო სწორად - საკრებულომ ამირჩია... რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, ერთი კვირის წინ იყო...

 

როგორც ვიცი, წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდით, ბიზნეს-საქმიანობას რუსეთში ეწეოდით, პროფესიონალი მოთხილამურე ხართ, ვისი რეკომენდაციით აღმოჩნდით ამ თანამდებობაზე?

- მესტიაში ვიყავი, არც უცხოეთში მიცხოვრია და არც რუსეთში. სათხილამუროდ თუ გავდიოდი საზღვარგარეთ. გამგებლად დანიშვნა ჩემი ინიციატივაც იყო და მეგობრებისაც...

 

ამბობენ, რომ გუბერნატორ გოროზიას თქვენი გამგებლობა, რბილად რომ ვთქვათ, არ სურდა, სიმართლეა?

- რა ვიცი აბა, გულში რას იძახის! ისე, არაფერი გამოუხატავს.

 

ზაზა გოროზიას მუშტი მართლა დაარტყით და უთხარით, მისი მოადგილე, ერეკლე ჯაფარიძის მსგავსად მისიშნირიარ გახდებოდით?

- არა, არა,  ეს ვინ გითხრათ? ეგ მართალიც რომ იყოს, მაინც არ გეტყოდით.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი გამგებლად დანიშვნის წინააღმდეგი საოლქო პროკურორი როლანდ ახალაიაც ყოფილა, რადგან თეზი ჯაფარიძეს კრიმინალური წარსული აქვსო. სიმართლეა, რომ თქვენ იარაღის უკანონო გამოყენების ბრალდებით 6-წლიანი პირობითი სასჯელი გქონდათ და რამდენიმე დღის წინ, გამგებლად დანიშვნის შემდეგ, წინასაახალწლო დღეებში პრეზიდენტისშეწყალებითმოგიხსნეს?

- ახალაია წინააღმდეგი იყოო? ვერაფერს გეტყვით... არ იყო ასე, რაღაც შეცდომა იყო მაშინ. შეწყალებით? არა, არა, იქ სულ სხვა ამბავი იყო...

 

ბატონო თეზი, ცნობილია, რომ თქვენ ხართ სასტუმროთეთნულდისმეპატრონე და ამ საქმეში 4 მილიონი კერძო ინვესტიცია ჩადეთ. ამბობენ, რომ თქვენი მეუღლე ამერიკელი მილიარდერია. ამასაც არ ადასტურებთ?

- კი, ჩემი მეუღლე მართლაც ამერიკელია, მაგრამ მილიარდერი არ არის. ასეთი რომ მყავდეს კარგი იქნებოდა.

 

თქვით, რომ თანამდებობაზე წარსადგენად რეკომენდაცია მეგობრებმაც გაგიწიეს, თუმცა ვისთან - არ დააკონკრეტეთ. ამრეკომენდატორებშიჩემი ინფორმაციით ცნობილისაძმო” - ძმები რურუები, დათკა ჯაფარიძე და მინისტრის მოადგილე, გიორგი კარბელაშვილი იგულისხმება. ასეა?

- კი, ასეა, ისინი ჩემი ბავშვების მეგობრები არიან, მაგრამ... თუ შეიძლება, ცოტა ხანში გადმორეკეთ, ახლა პრეზიდენტს ვაცილებ მესტიიდან...

 

ამ ინტერვიუს ჩაწერიდან ცოტა ხანში, მესტიიდან აფრენილი საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში დაფრინდა, უფრო სწორად - ვერტმფრენმა, სადაც სააკაშვილი იჯდა, ქალაქის თავზე რამდენიმეწუთიანი მანევრირება განახორციელა და გეზი გაურკვეველი მიმართულებით აიღო. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილმა მეორე საკურორტო ზონაში, ანაკლიაში გადაინაცვლა და იქ მიმდინარე მშენებლობებით “დატკბა”.

 

მანამადე კი, ზუგდიდის ცენტრში სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე საათით იყო პარალიზებული, თუმცა გადაადგილებაში შეზღუდვებს ფეხით მოსიარულეებიც უჩიოდნენ. ათეულობით პოლიციელი, “სოდის”, “კუდისა” და სამხარეო პოლიციის თანამშრომლები განსაკუთრებით რესტორან “დიარონის” მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს უნდა ევახშმა. ძალოვანების მხრიდან მკაცრი კონტროლი ჟურნალისტებზეც გავრცელდა, რომლებსაც რესტორანთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. დაახლოებით 5 საათისთვის “დიარონთან” ე. წ. “სნაიპერები” გამოჩნდნენ, რომლებიც შენობის მეორე სართულზე ოპერატიულად განლაგდნენ.

 

“პრესაგე.ტვ”-ს ლოდინის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი რესტორნის შესასვლელში არ გამოჩნდა. სამაგიეროდ, რესტორნის უკან, სადაც კუდ-ის რეგიონალური სამმართველო და საზოგადოებრივი საპირფარეშო მდებარეობს, შსს ქვედანაყოფებს სპეციალური კორდონი ჰქონდათ შექმნილი და პრეზიდენტის გამოჩენას სათადარიგო შესასვლელში მოთმინებით ელოდებოდნენ...

 

სააკაშვილმა რესტორანში თითქმის ორი საათი დაჰყო, შემდეგ კი “დიარონი” მესტიიდან დაბრუნებულმა უკრაინელმა სტუმრებმა დაიკავეს...

 

ამ ხნის განმავლობაში რესტორანთან ახლომდებარე 5 მაღალსართულიანი სახლიდან ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ ერთ სახლს შეუწყვიტეს. ამ სახლის მეორე სართულზე “ქართული პარტიის” რეგიონალური ოფისია განთავსებული და “დიარონთან” მიმდინარე “სანახაობას” პარტიის ყველა ზუგდიდელი წევრი აკვირდებოდა. მათ შორის იყო “ქართული პარტიის” პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია, რომელთანაც  “პრესაგე.ტვ”-მ მესტიასა და ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.

 

თქვენ გაქვთ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გვახსოვს თქვენს მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება შიდასახელისუფლებო დაპირისპირებაზე. რა ხდება დღეს რეალურად და რას უკავშირდება მესტიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები?

- ხელისუფლებაში ბზარი გაჩნდა და მისმა გარკვეულმა ნაწილმა ლავირება დაიწყო. სწორედ ამ ჯგუფისგან მივიღე უტყუარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი გოროზიას გაჩოჩებას გეგმავს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ სააკაშვილმა გოროზია დააპატიმროს და ამით საქართველოს უახლეს ისტორიაში გუბერნატორის დაკავების პირველი პრეცენდენტი შექმნას. მართალია, მესტიაში ბოლო ვიზიტისას სააკაშვილს მხოლოდ გოროზია ახლდა და ახლადდანიშნული გამგებელი არსად ჩანდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მიშა შევარდნაძის მოსწავლეა...

 

კარგად  გვახსოვს 3 მაისს მესტიაში მომხდარი ინციდენტი, როდესაც გოროზია-გუნავამ ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. მაშინ ნათლად გამოჩნდა ახალაია-გოროზიას შორის არსებული კლანური დაპირისპირება, რასაც ნელი ნავერიანი შეეწირა. ერთი სიტყვით, სააკაშვილმა არ დაუშვა ის, რომ გოროზია ახალაიას ხელისბიჭით ჩანაცვლდეს, მას საკუთარი კადრი მოჰყავს ზემო სვანეთში - თეზი ჯაფარიძე, რომელსაც რეგიონის გუბერნატორად ამზადებს.

 

რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, რატომ თეზი ჯაფარიძე და არა სხვა?

- ჯაფარიძე არის მრავალმილიონიანი კაპიტალის მფლობელი. ამიტომაც, მისი მესტიის გამგებლად დანიშვნა სააკაშვილის პიარ-პროექტის, ორი საკურორტო ზონის, მესტია-ანაკლიის საერთო ინტერესებს უკავშირდება. ბუნებრივია, ამ პროექტის მართვა მესტიიდან შეუძლებელია, ამიტომ, მიხეილ სააკაშვილს სრული კონტროლისთვის, ჯაფარიძე მის კაპიტალთან ერთად ზუგდიდში ჭირდება. ამ ნაბიჯით იგი პირველ რიგში სვანების გულს მოიგებს.