ვფიქრობ, ოპოზიციის ნაწილი ეცდება დეპოლარიზაცია შეამციროს, - ამის შესახებ ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„სხვა საშუალება და სხვა გზა ამ ქვეყანას არ აქვს. რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკაში იმოქმედოს ისე, როგორც ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, რომლებიც ნატოს წევრები არიან. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ისე ვიმოქმედოთ და მივიღოთ 2008 წელი. ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმას, რაც უკრაინაში ხდება, ხელისუფლების ვალდებულებაა, თავისი ქვეყანა ამ ყველაფერს აარიდოს“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როდესაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს.