მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ დაანონსებულ აქციას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. როგორც საპარლამენტო ურმავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, ამ ადამიანებს ქვეყანაში ქაოსის მოწყობის მეტი არაფერი სურთ.
„ეს ადამიანები, „სირცხვილიას“ წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ელენე ხოშტარია და მსგავსი პირები რეალურად წარმოადგენენ იმ ძალას საზოგადოების თვალში და სინამდვილეშიც, რომელთაც ქვეყანაში ქაოსის მოწყობის მეტი არაფერი უნდათ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.