ანრი ოხანაშვილი: სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ემსახურებოდა არათუ დეპოლარიზაციას, არამედ მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საზოგადოებაში მღელვარების წაქეზებისკენ

ანრი ოხანაშვილი: სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ემსახურებოდა არათუ დეპოლარიზაციას, არამედ მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საზოგადოებაში მღელვარების წაქეზებისკენ

ჩვენ გავხდით სამწუხარო ფაქტის მომსწრენი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ერთის მხრივ, გამოდის დეპოლარიზაციის ინიციატივით, გუშინ ჩაატარა ბრიფინგი, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო დეპოლარიზაციასთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ემსახურებოდა არათუ დეპოლარიზაციას, არამედ მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საზოგადოებაში მღელვარების წაქეზებისკენ.

„რისი თქმა სურდა პრეზიდენტს? ანუ, ქალბატონი სალომესთვის დღეს გახდა ცნობილი, რა რადიკალური ჯგუფი არის „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მას დაავიწყდა როგორი იარლიყის მიწებებას ცდილობდნენ მისთვის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, როდესაც მისი სახელმწიფოს მოღალეტედ შერაცხვის კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობდა? სწორედ „ქართული ოცნება“ იყო ის ძალა, რომელმაც არ მისცა არავის საშუალება, რომ ასეთი მავნებლური კამპანია ეწარმოებინათ. ვეტო არ ნიშნავს ასე აგდებულ მიდგომას საკითხებისადმი. ეს ნიშნავს, რომ მან ყოველ ჯერზე უნდა წარმოადგინოს მოტივირებული შენიშვნები“, - განაცხადა ოხანაშვილმა.