„ევროკავშირი ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის არჩევანი. ეს არის ისტორიული არჩევანი და ამ მიმართულებით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
მან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება პერსპექტივას, ყველა ობიექტური პარამეტრითა და კრიტერიუმით, რითაც უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, საქართველო და ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსის მოპოვებას იმსახურებს. ამის იქით, თუ ეს გადაიდება გვერდით და სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს უკვე ობიექტურობის საზომს სცდება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.