კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლ ბილდის განცხადებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით.
„ბატონო ბილდტ, ტრაგედია შვედეთისა და თანამედროვე ევროპისთვის ხართ თქვენ! სახე დეგრადირებული ევროპული ბიუროკრატიის! თქვენი კორუფციული შლეიფით აფრიკიდან საქართველომდე. კომპანია “კრეაბის” მეშვეობით, უკანონოდ მითვისებული საბიუჯეტო სახსრებით, რუსული ენერგოკომპანიების ლობირებით და მათთან თანამშრომლობით! სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ, რას ჰგავს დღევანდელი ევროპის ტრაგედია!“, – წერს გოგა ხაინდრავა.
ბილდმა ღარიბაშვილს რელსებიდან გადასული უწოდა -“პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოდან მილიონების ქურდობაში აჩვენებს რომ ის რელსებიდან გადავიდა. იგი ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”, - ბილდმა ეს განცხადება ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2022 წლის 22 ივნისს, საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა - “კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს”.