პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი, „ნაციონალური მოძარაობის“ წევრს ჩიორა თაქთაქიშვილს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში ადანაშაულებს. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა პარლამენტის წევრის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შიეტანა. საქმე ეხება 12 მაისს „ლა ტრუფეში“ მომხდრა ინციდენტს, როდესაც ჩიორა თაქთაქიშვილმა მომხდარში პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებული პირები დაადანაშაულა. რას ითხოვს უმცირეობის წევრისგან ლევან გოგიჩაიშვილი - ამ საკითხებზე იგი For.ge-ს ესუბრა.
ლევან, რა განაპირობა თქვენს მიერ სარჩელის მომზადება პარლამერნტის წევრის წინააღმდეგ, რაში სდებთ მას ბრალს?
- საქალაქო სასამართლოში შევიტანე სამოქალაქო სარჩელი, მოსარჩელე ვარ მე, ხოლო მოპასუხე გახლავთ ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი. დავის საგანს წარმოადგეს „ლა ტრუფეში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება.
მოგეხსენებათ, რომ როდესაც „ლა ტრუფეში“ მოხდა ინციდენტი, ქალბატონმა ჩიორა თაქთაქიშვილმა აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობა ციხიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ ადამიანებს დააბრალა. მან აღნიშნა, რომ კრიმინალი პოლიტპატიმრები გამოვიდნენ ციხიდან, სცემენ და ფიზიკურად უსწორდებიან დეპუტატებსო.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ინციდენტში მონაწილე პირები არ ყოფილან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანები. შესაბამისად, ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გამოთქმულმა ცილისწამებამ და ცრუ ინფორმაციამ დაარღვია ჩემი, როგორც მოქალაქის კანონიერი ინტერესები. მოხდა ჩემი პატივისა და ღირსების შელახვა, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა. ამიტომ, შევიტანე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
რას ითხოვთ თქვენი სარჩელით დეპუტატისგან?
- სასარჩელო მოთხოვნაში პირდაპირ წერია, რომ ქალაბატონი თაქთაქიშვილის მიერ მოხდეს გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, კერძოდ კი, იმავე ტელეკომპანიის ეთერში სადაც მან ცილი დასწამა პოლიტპატიმრებს, მოიხდოს ბოდიში ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო და მოხდეს ცილისწამებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ეს არის ჩემი მოთხოვნა. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, მას მოუწევს იმ მოთხოვნების შესრულება, რა მოთხოვნებსაც ჩვენ ვაყენებთ სამოქალაქო სარჩელში.
როგორ ფიქრობთ, რატომ დასდო ბრალი პოლიტპატიმრებს ჩიორა თაქთაქიშვილმა?
-ყველამ კარგად იცით, რას ნიშნავს მათთვის პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრების აღიარება ქვეყანაში. ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს. ბუნებრივია, რომ ეს საერთაშორისო ასპარეზზე იწვევს მათ დისკრედიტაციას. ადრე თუ გვიან მოხდება ამ ადამიანების პასუხმგებლობის საკითხის დაყენება. ამ ადამიანებს არანაირი შანსი არ რჩებათ, ისინი გაკოტრებულები არიან.
მსგავსი იცინდენტის ორგანიზატორად, თუ თანამონაწილედ ყოველთვის ასახელებენ პოლიტაპატიმრის სტატუსით განთავისუფლებულ პირებს. მსგავს განცხადებას არა მარტო ჩიორა თაქთაქიშვილი აკეთებს, არამედ უმცირესობის სხვა წევრებიც. ანალოგიური განცხადება გააკეთეს უმცირესობის სხვა წევრებმა - გიორგი კანდელაკმა, აკაკი მინაშვილმა, გიორგი ვაშაძემ, გოკა გაბაშვილმა და სხვებმა...
-ყველა ამ ბრალდებაზე, თუ არ იქნება დადასტურებული ფაქტებით, შევა სარჩელი სასმართლოში და მათ მოეკითხებათ პასუხი. ამ ქვეყანაში „ცოცხების პარტიის“ წარმომადგენლების ბოგინი უნდა დამთავრდეს. ეს არის დამნაშავეებისა და კრიმინალების პარტია. მათ შეუძლიათ ამ ბრალდებაზე მიჩივლონ და მე მათ დაუმტკიცებ, რატომ არიან ისინი კრიმინალები.
ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ცილისწამებების, პასკვილების და შეურაცხოფების ხანა. ადამიანები უნდა მიეჩვიონ ოპონენტებთან და განსხვავებული აზრის ადამინებთან ნორმალურ ოპონირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი მათი სიტყვა, ყოველი მათი ფრაზა აღქმული იქნება შეურაცხყოფად და ამაზე ადაკვატური რეაგირება იქნება.
დამთავრდა ამ ქვეყანაში იმის დრო, რომ ჩიორა თაქთაქიშვილმა და გიორგი კანდელაკმა ლანძღონ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ციხეში უდანაშაულოდ იტანჯებოდნენ. ამის დრო დამთავრდა. ჩვენ არ მოვცემთ ამის საშუალებას. ყველანაირ მეთოდებს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ისინი ნორმალურ ლაპარაკს მივაჩვიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ ყველაფერზე პასუხის გაცემა.