უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, განადგურებულ რუსულ ტანკებს ევროპის ქალაქებში გამოფენენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, განადგურებულ რუსულ ტანკებს ევროპის ქალაქებში გამოფენენ

უკრაინა განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის ჩვენებას ვარშავაში, ბერლინში, ლისაბონსა და ევროპის სხვა ქალაქებში გეგმავს, - წერს უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით.

ალექსეი რეზნიკოვმა პოლონურ ტელეარხ Polsat News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება არ დაასრულებს ომს უკრაინაში, რადგან რუსეთში „მხოლოდ ერთ ადამიანს არ სძულს უკრაინა“. მისი თქმით, კრემლი იმპერიულ პოლიტიკას ატარებს და რუს გენერლებს სურთ, თავიანთი ტანკები ლისაბონში იხილონ.

„ჩვენ მათ დავეხმარებით, რომ რუსული ტანკები ევროპაში გამოჩნდეს, მაგრამ - როგორც ჯართი. ჩვენ განადგურებული რუსული ტექნიკის გამოფენების მოწყობას ვგეგმავთ. დავიწყებთ ვარშავით, შემდეგ ბერლინით, პარიზით, მადრიდით... დაბოლოს, დავასრულებთ ლისაბონით“, - თქვა რეზნიკოვმა.